LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი: ენტონი ბლინკენი

36
ენტონი ბლინკენი

„ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი“, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი განმარტებით, „ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი“.

„ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენმა არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ უპასუხებს აშშ ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას გარკვეული გეგმა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები