LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მინდა ვინმემ ჩემს მაგივრად ჩაიკრას გულში და უთხრას: თურმე, იმწუთას თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე.. აღარ არსებობს.. მაგრამ, მაინც უნდა იცოცხლო მათთვის“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი გიორგი დუდაშვილზე

21169
Untitled design (1)

რაჭაში მომხდარ სტიქიას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები, რომლებიც გუშინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

გიორგი დუდაშვილი დაკარგულ ცოლ-შვილს 3 აგვისტოს შემდეგ ეძებდა. ამ პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური ფოტო და ვიდეო ვრცელდებოდა, თუ როგორ ეძებდა გიორგი დუდაშვილი თოჯინით ხელში თავის პატარა შვილს, რომელიც მაშველებს ჯერ კიდევ არ ჰყავდათ ნაპოვნი.

„20 დღე ეძება, ოთხივე იპოვა, დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება“ – ქაშვეთის ეკლესიაში შოვში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

აღნიშნულ ფოტოს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გიორგი დუდაშვილმა გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის უნდა შეძლოს ცხოვრების გაგრძელება.

„ნეტავ შემეძლოს წასვლა, რომ ჩავეხუტო და უხმოდ, უჩუმრად, მის გვერდით ვიყო ? რა შეიძლება ვუთხრა, მე თვითონ ვერავინ ვერაფერს მეუბნება, ნუგეში არ არსებობს ? მაგრამ ძალიან მინდა ვინმემ ჩემს მაგივრად ჩაიკრას გულში და უთხრას: თურმე იმ წუთას თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე … აღარ არსებობს ? მაგრამ მაინ უნდა იცოცხლო…? მათთვის ???“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ცნობისათვის, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.

„რამდენჯერ უნდა განმიახლდეს, რამდენს უნდა გავუძლო.. საიდან სად ჩამოვიდა ოჯახი, რომ დაესვენა – სამი პატარა, ახალგაზრდები, მეგობრები, და-ძმები.. ბავშვები.. სეირნობ შენთვის წყნარად, მშვიდად, ბედნიერი და უცებ, ერთ წამში..“ – ლევან კბილაშვილის დედა შოვის ტრაგედიაზე

 

ნეტავ შემეძლოს წასვლა,რომ ჩავეხუტო და უხმოდ,უჩუმრად, მის გვერდით ვიყო? რა შეიძლება ვუთხრა, მე თვითონ ვერავინ ვერაფერს…

Posted by Melita Purceladze on Friday, 11 August 2023