LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს – რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ: შს მინისტრი

135
1611851144-202039

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 14 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, თუ ვინმეს კითხვა ან პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და ნახოს რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა. მე ვერ ვიტყოდი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ვისი არ დადგება. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ასე ნუ უკეთებთ კითხვის ინტერპრეტაციას – თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი შეუძლია შეიტანონ საჩივარი და ნახონ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.