„თავის დროზეც ძალიან მჭექარე იყო „სტრატეგია აღმაშენებელი“ და რა ააშენეს ან რისი აღმშენებლობა გვაჩვენეს, ყველამ დაინახა – არაფრის, საპნის ბუშტი იყო“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება.
მზად ვართ, ნებისმიერი კომპრომისისთვის, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ 5 ნომრით – მანჯგალაძე
მისი მოსაზრებით, რა სახელიც არ უნდა დაარქვან ახალ პლატფორმას, დამაჯერებლობას მოკლებულია.
დეპუტატი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ პოლიტიკური ეგზისტენციალური პრობლემა უდგას, რაც ბარიერის გადალახვას უკავშირდება.
ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ მთავარი გამარჯვების ცენტრი გაკეთდება
როგორც მანვე აღნიშნა, პარტია ესაუბრება„სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად, გამარჯვების პლატფორმა შექმნან.
„პოლიტიკური მარკეტინგით არიან დაკავებული და საკუთარი თავი უკეთ როგორ წარმოაჩინონ ამას ცდილობენ, ამაში ცუდი თავისთავად არაფერია,
მაგრამ უბრალოდ, ძალიან ხელოვნურად გამოდის ეს ყველაფერი, აბსოლუტურად მოკლებულია ეს ბუნებრიობას, დამაჯერებლობა არ აქვს, რა სახელიც არ უნდა დაარქვან.
თავის დროზეც ძალიან მჭექარე იყო „სტრატეგია აღმაშენებელი“ და რა ააშენეს ან რისი აღმშენებლობა გვაჩვენეს, ყველამ დაინახა – არაფრის.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ – სერგო ჩიხლაძე
ეს იყო საპნის ბუშტი, დაინგრა ეს მითი, რომ დიდი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებისგან შედგებოდა ეს ჯგუფი და ახლა აღმოჩნდა, უდგათ პოლიტიკური ეგზისტენციალური პრობლემა – სულ რომ ბუნებრივი ბარიერი იყოს მომდევნო არჩევნებში, მისი გადალახვის არანაირი შნო ამ პოლიტიკურ ჯგუფს, არ გააჩნია.
ასეთ დროს ეძებენ ვის მიეკედლონ, ეს არის მთელი ამბავი სტრატეგია აღმაშენებელთან დაკავშირებით“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.