LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე დავინახავთ, რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება “ქართულ ოცნებას” და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე: კალაძე

38
კახა-კალაძე

“ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად ყველა ძალიან მალე დავინახავთ, თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება “ქართულ ოცნებას” და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.” – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მაშინ, როდესაც შეთანხმებას კონკრეტული პარტიები ხელს არ აწერენ, ის სრულად ვერ ჩაითვლება:

“ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად ყველა ძალიან მალე დავინახავთ თუ რისი შესაძლებლობა და საშუალება აქვს და ექნება “ქართულ ოცნებას” და რა შედეგს დადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

საუბარია არა მხოლოდ თბილისზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ძალიან ვრცელი განმარტება იყო ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გაკეთებული.

შეთანხმება, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც ადამიანები, კონკრეტული პარტიები ხელს არ აწერენ, ეს ცხადია, შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.” – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებენ და რიგგარეშე არჩევნებს, მათი კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დანიშნავენ.