LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ხშირად მესმის პაციენტებისგან, რომ “ფაიზერით” აცრილები უკვე ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციითაც არ ავადდებიან – რა ისტორიას იხსენებს ჯანდაცვის ექსპერტი

2866
BeFunky-collage (1)

ძალიან ხშირად, ჩემი პაციენტებისგან მესმის, რომ „ფაიზერის“ აცრა გაკეთებული ადამიანები, უკვე ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციითაც არ ავადდებიან, რადგან ზოგადი, არაპირდაპირი, არასპეციფიური იმუნიტეტი უვითარდებათ და ეს ძალიან კარგია”, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის ექსპერტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ერთადერთი სწორი არჩევანი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწორედ ვაქცინაციაა. მისივე თქმით, იმუნიზაცია ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკს.

ირაკლი ხმალაძე ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია მათთვისაც, ვინც კოვიდ 19 გადაიტანა.

ჩვენ ვართ ომში, მივალთ იქამდე, რომ ტრანსპორტში, რესტორნებსა და მაღაზიებში მოვითხოვთ კოვიდ პასპორტების წარდგენას - ჯანდაცვის ექსპერტი, ირაკლი ხმალაძე

სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ და ისევ საგანგაშოა. მიუხედავად ჩვენი ექიმების გმირული მოღვაწეობისა, უკვე სტატისტიკურადაც შემაშფოთებელია ამდენი გარდაცვლილი, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

“უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა აიცრას. რაღაც მიზეზთა გამო, აცრა ვერ მოვასწარი. დამემართა კოვიდი. პაციენტმა გადამდო და კოვიდ ინფექცია საკმაოდ მძიმე ფორმით მქონდა. მომიწია ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ როგორც კი გავიდა ერთი თვე გამოწერიდან, ავიცერი „ფაიზერით“ და ავცერი მთელი ჩემი ოჯახი.

ასაკოვანი მშობლები 82-დან 85 წლამდე. ექვს თვეში უკვე შესაძლებელია 60 წელს გადაცილებული ადამიანების ბუსტერ დოზით აცრა, რათა საბოლოოდ მივიღოთ ის რაოდენობა ანტისხეულებისა, რომელიც უკვე გაუმკლავდება ვირუსებს. არ აქვს მნიშვნელობა რითი არის აცრილი. ბუსტერი უნდა გაკეთდეს „ფაიზერით“”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები