LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ოღონდ სვამდა.. სამი დღე მთვრა­ლი იყო, დავ­ტუქ­სე კი­დეც“ – ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა პირველ კომენტარს აკეთებს

1011
Untitled design (3)

გუ­შინ თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და.

ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა.

კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა.

მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს“ – კაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა, ბრალ­დე­ბუ­ლი – გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი.

მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­რუდ­გი­ნა.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მამა.

„ტვ პირ­ველს“ მა­მა­კა­ცი უყ­ვე­ბა, რომ მისი სიძე სვამ­და და ამის გამო მას საყ­ვე­დუ­რობ­და კი­დეც.

რაც შე­ე­ხე­ბა ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბას, ქა­ლის მამა ამ­ბობს, რომ მის შვილ­სა და სი­ძეს „მო­სიყ­ვა­რუ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.“

„ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მო­სიყ­ვა­რუ­ლედ იყ­ვნენ, ბოლო სამი დღე მათ­თან გა­ვა­ტა­რე. ოღონდ სვამ­და. როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ბი­ჭის მა­მაც იქ იყო, იმ სახ­ლში. ეძი­ნა, როცა ეს მოხ­და. რა­ღაც მოხ­და. სამი დღე მთვრა­ლი იყო, დავ­ტუქ­სე კი­დეც, სას­მელს ალ­ბათ რა­ღა­ცა მი­ა­მა­ტა, რა­ღაც და­ლია კი­დევ… 4 თვის „კუკ­ლა“ ბავ­შვი და­ტო­ვეს,“ –  ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მამა.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები