ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები“ სტუმარი ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფი „შარა” იყვნენ. გადაცემის ფარგლებში მათი ახალი ნამუშევრის „მეურმე” პრემიერა გაიმართა, რომელიც ხალხური სიმღერაა, მაგრამ ახალშექმნილმა ჯგუფმა თავისებურად წარმოადგინა.
ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა ჭაბუა ამირანაშვილთან ცოტა ხნის წინ დაიწყო თანამშრომლობა და გრანდიოზული გეგმები აქვთ. უკვე დაწყებულია ახალ პროექტზე მუშაობა, რომლის 60-70 % გაკეთებეულია, მსმენელი და მაყურებელი ჯგუფ „შარასთან“ ერთად ჭაბუკა ამირანაშვილმაც იხილავს საქსაფონის თანხლებით.
„შარას“ მაისის თვიდან გასტროლები ეწყება, თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ რუსეთში, შემოდგომაზე კი ჩინეთში გაემგზავრებიან. „ბიჭებს დიდი სამუშაო აქვთ წინ და ძალიან მაგარი გასტროლები ელოდებათ“, – აღნიშნა ჭაბუკა ამირანაშვილმა, რომელმაც ინტერვიუს ფარგლებში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი უპირატესობას ქართულს სიმღერას ანიჭებს, ეს არის მისი პრინციპი, რაც იმითაც აიხსნება, რომ საზღვრებს გარეთ მოთხოვნა სწორედ ქართულზეა.