ბათუმში მცხოვრები გივი ლეჟავა სოციალურ ქსელში „ენერგო პრო ჯორჯიას“ შესახებ წერს და კომპანიას სამაგალითო საქმისთვის მადლობას უხდის.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,გუშინ ძალიან კარგ ამბავს შევესწარი და რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია
მოკლედ ადრე ენერგო პრო ჯორჯიამ პუშკინის ქუჩაზე ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები რასაც შეეწირა რამდენიმე ხე.
გუშინ კი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ასეთი რაღაც მხვდება, ენერგო პრო ჯორჯიას ხალხი იმ ხის ნაცვლად რგავს ხეს იმავე ადგილას, შეიძლება თქვენთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ, ჩემთვის როგორც ბათუმის ერთ-ერთი მცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმწვანე ჩემს ქალაქში და ამ გამოხატულებას მხოლოდ ერთი ხის დარგვასაც აი ასე სიხარულით ვხვდები და შევხვდები ყოველთვის!
ეს არის სამაგალითო საქციელი, რომელიც ყველა კომპანიამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ თუ მათი სამუშაოების შესრულების დროს რომელიმე ხე დაზიანდება აუცილებლად დარგონ თუნდაც ერთი ხე ახალი სიცოცხლისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის!
ენერგო პრო ჯორჯია/energo pro Georgia მადლობა!”- წერს გივი ლეჟავა.
https://www.facebook.com/haimeeeee/videos/pcb.1144221385788553/1144221215788570/?type=3&theater