საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
“ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, ნუ ანგრევთ სფეროს, ჩვენ ერთი სფერო ვართ. კრიტიკულ მომენტში მაინც ყველა ერთად დადგება, როცა საქმე ფუნდამენტურ რამეს შეეხება, რაც არის ქართული იდენტობა, ქართული კულტურა და საზოგადოება. ძალიან ფრთხილად იყავით, ერთმანეთს ნუ გვაპირისპირებთ, პირიქით, შეგვიწყვეთ ხელი, რომ საქმე ერთად ვაკეთოთ. დესტრუქციას ნუ თესავთ.. ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი” – აღნიშნა აქციაზე მისულმა მსახიობმა, ნინო კასრაძემ.
სლაიდზე აქციის ფოტო: ნეტგაზეთი
დესტრუქციას ნუ თესავთ, ძალიან საშიშია — ნინო კასრაძე
„ნუ გვაპირისპირებთ ერთმანეთს, პირიქით ხელი შეგვიწყვეთ რომ საქმე ერთად ვაკეთოთ. დესტრუქციას ნუ თესავთ, ძალიან საშიშია,“ — ნინო კასრაძე
Posted by Formula • ფორმულა on Wednesday, September 20, 2023
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.