ემოციური ვიზიტი საქართველოში და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხვალინდელი გამოსვლა სხდომაზე – მედლინ მუნი აცხადებს, რომ საქართველომ მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
მისი თქმით, ხურვალეთში მიღებული ემოციები ძალიან შთამბეჭდავი იყო. [related_news id=”235505″ align=”left”]
„ეს იყო ძალიან ნამდვილი და ძალიან ძლიერი ემოცია. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ნანახს, ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეალობას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ხედავ.
განსაკუთრებით მოხუცი კაცის, რომელიც სასაზღვრო ღობეებს მიღმა, ხაფანგში იყო მოქცეული და თავად და მეზობლების დახმარებით უვლიდა ცოლს. და ეს ყველაფერი ყოველ მიზეზ გარეშე,
[related_news id=”252762″ align=”left”]
აქ საერთოდ სად არის ადამიანობა?ძალიან ემოციური ვიზიტი იყო. როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ“, – განუცხადა პირველ არხს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ის ხვალ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სესიაში მონაწილეობას მიიღებს და სხდომაზე სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.