LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დიდი ადგილი უკავია საქართველოს ჩემს გულში” – 26 წლის დანიელი გოგონა, რომელმაც საქართველოს ილუსტრაციები მიუძღვნა

1143
6789

26 წლის დანიელი მხატვარ-ილუსტრატორი ლივია ვიქსნა “ფეისბუქის” ჯგუფში სახელწოდებით “გაატარე 4-ვე სეზონი საქართველოში” საქართველოსადმი მიძღვნილ ულამაზეს ილუსტრაციებს აქვეყნებს და წერს:

“გამარჯობა დანიიდან, საქართველოს პირველად სამი წლის წინ ვეწვიე და შემიყვარდა თქვენი ქვეყანა და ხალხი. გადავწყვიტე საცხოვრებლად აქ გადმოსვლა. მთელი ორი წელი გავატარე საქართველოში. ძალიან მენატრება თქვენი ქვეყანა და ძალიან დიდი ადგილი უკავია მას ჩემს გულში. ვინაიდან ილუსტრატორი ვარ, გადავწყვიტე შემექმნა ნახატების სერია თემაზე გაატარე ზაფხული საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ამ ფორმით მაინც შემიძლია მხარი დაგიჭიროთ და დაგიდგეთ გვერდში”, – წერს ლივია.

ლივია საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა და რაჭაში სამთვიანი პროგრამით იმყოფებოდა. როგორც ყვება, ისე შეუყვარდა და მოენატრა საქართველო, რომ სამი თვის შემდეგ კვლავ დაბრუნდა და შემდეგ უკვე გადმოცხოვრდა კიდეც. მისი თქმით, ნახატების სერიის შექმნას საქართველოს შესახებ სამომვლოდაც აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები