Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ძალიან დამწყვიტა გული.. ამ პროექტმა გაამართლა და თუ რეიტინგი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე გია ჯაჯანიძის გადაცემას ან ოდესღაც მაიას „პროფილს“, ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს..“ – ნიკოლოზ რაჭველი „აუტანელი სიმსუბუქის“ დახურვაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დამწყვიტა გული.. ამ პროექტმა გაამართლა და თუ რეიტინგი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე გია ჯაჯანიძის გადაცემას ან ოდესღაც მაიას „პროფილს“, ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს..“ – ნიკოლოზ რაჭველი „აუტანელი სიმსუბუქის“ დახურვაზე

514
Untitled design (2)

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი „პირველი არხის“ გადაცემის „აუტანელი სიმსუბუქის“ დახურვასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემის დახურვამ გული დასწყვიტა.

მისივე განცხადებით, შეიძლება დავით გორგილაძის გადაცემას ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, თუმცა ის სხვა გადაცემებთან შედარებით ხარისხიან პროდუქტს ქმნიდა.

„ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს?

მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი…

ჰოდა დათო გორგილაძის „აუტანელი სიმსუბუქის“ დახურვამ ძალიან დამწყვიტა გული…

მე სულ სულ პირველი სტუმარი ვიყავი და მაქვს სუბიექტური დამოკიდებულებაც, თავად დათო მიყვარს, თეკლა ძალიან ძვირფასია (რეჟისორი) და მთელი გუნდი, ვინც გადაცემაზე მუშაობდა, მაგრამ შორი პლანიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ველოდებოდი მის საუბარს ყოველ ახალ რესპოდენტთან და ძალიან მსიამოვნებდა თითოეული გადაცემის ნახვა. რამდენიმეზე სრულიად გავგიჟდი, მათ შორის ჩემს მეგობრებთან ინტერვიებუზე, როცა კიდევ უფრო მეტი გავიგე ან მეტად გავუგე ასეთ ახლო ადამიანებს!

მოკლედ ამ პროექტმა გაამართლა და თუ რეიტინგი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე გია ჯაჯანიძის გადაცემას ან ოდესღაც მაიას პროფილს, ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ცხადია ბეთჰოვენზე მეტი მსმენელი ბრიტნი სპირსს ყავს და მერე?

მეტი არაფერი!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს?
მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი…
ჰოდა დათო გორგილაძის “აუტანელი სიმსუბუქის” დახურვამ…

Posted by Nikoloz Rachveli on Friday, December 22, 2023