LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღესაც: კრისტიან დანიელსონი

66
კრისტიან დანიელსონი

“ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ.” – ევროპის საბჭოს პრეზიდენის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, უმრავლესობისა და ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ კვლავ ელოდება მორიგ შეხვედრას.

კრისტიან დანიელსონი აღნიშნავს, რომ ფოკუსირებულია საკუთარ სამუშაოზე, სამუშო კი ძალიან ბევრია:

“ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით.” – განაცხადა დიპლომატმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა.

დანიელსონი მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორად დაინიშნა. ის უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მართავს შეხვედრებს როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

მისი მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და მათ ბევრი და გულმოდგინედ ვიმუშავეს.