პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ძალებს, რომლებიც დიდი მასშტაბის კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ აბსურდული რეზოლუციები „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია“.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მისივე თქმით, „ეს ევროპარლამენტზე ძალიან ცუდად მეტყველებს და საზოგადოებისთვის მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს“.
„ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძალებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბსურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ევროპარლამენტზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამის აღქმა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე:
რასა იუნკევიჩიენე: საქართველოს დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია სჭირდება
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე
მანჯგალაძე: ზეზვა და მზია უფრო ევროპელები გამოდიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე
ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა