LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა არასრულწლოვანზე – 15 წლის გოგონასთან მანდატურმა სქესობრივი კავშირი დაამყარა

97

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტელეკომპანია” „მაესტრო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.
განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. არსებული ცნობით, 15 წლის მოზარდი ორსულადაა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები