LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლები უკეთ რეაგირებენ, როცა მათ ქალები ესაუბრებიან – ახალი კვლევა

115
Female-owner-playing-with-joyful

ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მოღვაწე უნგრელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლები ქალის ხმაზე უკეთ რეაგირებენ. სპეციალისტთა აზრით, ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ ძაღლის ტვინი ძალიან ჰგავს ჩვილის ტვინს. საინტერესო კვლევას The Dogington post ავრცელებს.

მკვლევრებმა ძაღლის ტვინის აქტივობა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით გაზომეს. გაწვრთნილი ძაღლები უსმენდნენ მონოლოგს, სადაც 12 ქალი და 12 მამაკაცი ძაღლებს, ჩვილებს და ზრდასრულებს მიმართავდნენ.

ცდისპირთა ტვინი უკეთ რეაგირებდა იმ შემთხვევაში, როცა ქალები საუბრობდნენ და ისინი ძაღლებს ან ჩვილებს ესაუბრებოდნენ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი შედეგი იმ სახასიათო რბილ ინტონაციას უკავშირდება, რომელსაც ბავშვებთან თუ ცხოველებთან საუბრისას იყენებენ ხოლმე. მომავალში სპეციალისტებს იმის დადგენა მოუწევთ, თუ ზუსტად რა კავშირია ძაღლისა და ჩვილის ტვინებს შორის, რაც მსგავს რეაქციას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები