LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლები მძღოლებზე დადებითად მოქმედებენ

72
dff261cfe7d2f3471113673ccb8a80390e1325c2

ავტომობილში ძაღლის ყოფნა სტრესს ამცირებს და ბევრად უფრო უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.

როგორც ესპანური ბრენდის Seat–ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მძღოლთა უმრავლესობა აღიარებს რომ ძაღლთან ერთად გადაადგილებისას, ავტომობილს ბევრად უფრო ფრთხილად მართავს.

ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა მძღოლებს ეხებათ და 18–24 წლამდე ასაკის რესპოდენტთა 69% მშვიდად სიარულს სწორედ ძაღლს მიაწერს. შედარებით ასაკოვანი მძღოლებისთვის კი სიტუაცია განსხვავებული აღმოჩნდა, 55 წელს გადაცილებულთა შორის მხოლოდ 42% თვლის, რომ სალონში შინაური ცხოველის ყოფნა მათი ტარების სტილზე გავლენს ახდენს.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ძაღლი ავტომობილში სტრესის დონესაც ამცირებს. გამოკითხულთა 35%–მა განაცხადა რომ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისას თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს. თანაც უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს იმ წესების შესახებ, რომელიც ძაღლის ავტომობილით გადაყვანას ეხება და არც ის იცის, რომ ბევრ ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით სოლიდური ჯარიმებიც მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები