LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუტა სხირტლაძე: „ოქროს ტალღა“ ქართველი მუსიკოსებისთვის ნამდვილი ბედნიერებაა!..

295

„ოქროს ტალღა“ 23 ივნისს, „ოტიუმში“ გაიმართა. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას 10-კაციანი კომპეტენტური ჟიური ჰყავდა, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს. საღამოს განმავლობაში რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ზაზა შენგელია, ჟიურის წევრი:

მივესალმები და მადლობა ჰოლდინგს და მის ხელმძღვანელს, თამარ ჩიგოგიძეს. დღეს, მგონი, მხოლოდ ეს ჰოლდინგი ფიქრობს, ხელი შეუწყოს მომღერლებს, კომპოზიტორებს, ტექსტის ავტორებს, იმედია, მომავალში სახელმწიფო იზრუნებს ამაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ბაზარი, პირობები, გარემო ახალგაზრდებისთვის. იმედია, ეს კონკურსი უფრო ფართოდ გაიმართება მომავალ წელს.

რაც შეეხება კრიტერიუმს, ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა, ზედმიწევნით გულისხმიერად გავეცანი ყველა კომპოზიციას და დიდი ფილრტის ქვეშ გავატარე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი.

IMG_8640ზურა გაჩეჩილაძე, შონზო, ჟიურის წევრი:

კრიტერიუმი იყო ის, რომ სიმღერა ჰიტი უნდა ყოფილიყო. როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას, შესწავლილი მაქვს ჰიტის სტრუქტურა და ამას ვეძებდი გამარჯვებულ სიმღერებში.

გამორჩეულ მადლობას გადავუხდი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, მის კოლექტივს. ნებისმიერ პროექტში, სადაც მონაწილეობა მიმიღია, სიმღერისა თუ კლიპისნ პრეზენტაცია, რაიმე ივენთი, ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მედგა „ფორტუნა“. ვუსურვებ წარმატებას და ქართული პროდუქციის, მუსიკალური თუ ვიდეო-აუდიო-ვიზუალურის, პოპულარიზაციაში ისეთი გეზი აიღონ, როგორიც აქვთ…

დუტა სხირტლაძე, ჟიურის წევრი:

ეს კონკურსი ქართველი მუსიკოსებისთვის ბედნიერებაა, შოუბიზნესს არ ვეძახი, მაგრამ რაც შეიძლება, ამ ქვეყანაში, განვითარდეს, იმ სფეროში. მუსიკოსები დეპრესიაში რომ არ ჩაგვიცვივდნენ, რადიოების მეშვეობით საზოგადოება ისმენს მათ ნაშრომებს. არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს უფრო მასშტაბური. მომწონს, როგორც გაიმართა.

IMG_8679ანრი ჯოხაძე, ჟიურის წევრი:

ძალიან მიყვარს ეს დაჯილდოების ცერემონია, „ოქროს ტალღა“. მათი ოჯახის წევრი გახვდი. ჟიურის სხვა წევრების გემოვნება ჩემს რამდენიმე არჩევანს დაემთხვა, მათ შორის იმას, რომ ნინი ბადურაშვილი უნდა დასახელებულიყო საუკეთესო მომღერალ ქალად, წელს დედის ამპლუაშიც მოგვევლინა და მას ეკუთვნოდა ეს პრიზი, ასევე ნიაზ დიასამიძის „ნამი ველს“, რომელიც იმსახურებდა წლის სიმღერის პრიზს, ასევე ქალაქური სიმღერის საუკეთესოდ შესრულებისთვის გიო ხუციშვილი შემოვხაზე.

მომავლისთვის ვისურვებდი, რომ ჟიურის წევრების შემადგენლობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ვფიქრობ, მეტად საინტერესო შედეგს მივიღებდით.

ღონისძიებას უამრავი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის ბევრი ცნობილი სახე. გიორგი სუხიტაშვილმა ჩვენს საიტთან კონკურსის შესახებ მოსაზრება გამოთქვა.

გიორგი სუხიტაშვილი:

მესამე წელია, რაც „ოქროს ტალღა“ ტარდება. დარწმუნებული ვარ, რომ გავა 10 წელი, ეს კონკურსი იქნება ძალიან მაღალი დონის, რეიტინგული ღონისძიება და ყველა შემსრულებელი ისურვებს, რომ მოხვდეს ნომინაციაში მაინც. გისურვებთ გამძლეობას, რომ ამ გარემოში შეძლოთ და არც ერთ წელს არ ჩავარდეს ეს კონკურსი. რომ ფაფხურობენ ვიღაცები რაღაცებს, დაანებონ თავი და დაუთმონ ადგილი ხარისხიან დაჯილდოებას, როგორიც არის „ოქროს ტალღა“. მომწონს, რომ ჟიური წყვეტს ნომინაციებში გამარჯვებულების ბედს და ასეც უნდა იყოს!..

საღამოს დასასრულს, „ფორტუნას“ ხელმძღვანელს ვკითხეთ საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახებ.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელი:

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ პროექტის განსახორციელებლად, ყველა მონაწილესა და საპატიო ჟიურის წევრებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და მხარი დაგვიჭირეს.

იმედი მაქვს, მომავალში ბევრი კარგი ქართული სიმღერა დაიწერება და გაჟღერდება ჩვენი რადიოსადგურების ეთერში (იღიმება).

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი მზაობა იქნება, უფრო მეტი სიმღერა შემოვა ჩვენს ბაზაში, იქნება შესაძლებლობა, რომ დიდ მასშტაბზე ვიფიქროთ. ამ ეტაპზე კი გვინდოდა, თბილ გარემოში შეგვეკრიბა მუსიკოსები და მათთვის ასეთი საღამო მოგვეწყო.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები