LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DUOLYS-ი – დაბერების საწინააღმდეგო სერია ქართულ ბაზარზეა

9
fortunaplusshow223

გადაცემის ლაივი LIVE

დაბერების საწინააღმდეგო მოვლის რუტინა და DUOLYS-ის ახალი სერია ქართულ ბაზარზე ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდისგან ACM-გან. ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კომპანია „ჰიპოკრატეს“ წარმოამდგენელმა საქართველოში ლალი რუხაძემ ისაუბრა.

რომელი ახალი სერია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე?

ACM-ი წარმოგიდგენთ დაბერების საწინააღმდეგო ახალ სერიას DUOLYS-ი. სერიაში წარმოდგენილია 7 პროდუქტი, რომლებიც სახის მოვლის სრულ რუტინას მოიცავს.
პირველი პროდუქტი, რომელსაც გაგაცნობთ არის DUOLYS.A – ინტენსიური ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი. პროდუქტის ძირითადი ინგრედიენტებია: RETINOL+TOCOPHERYLRETINOATE, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ კანის ტოლერანტობას. ასევე პროდუქტის შემადგენლობაშია ზეთები (მზესუმზირა/სოიო), რომლებსაც  აქვთ დამატენიანებელი და დამცავი თვისებები.

RETINOL-ი მოქმედებს ზედაპირზე და კანის სიღრმეში ნაოჭებსა და წვრილ ხაზებზე, აღადგენს სახის ბზინვარებას და ავიწროებს ფორებს. აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს აკნესადმი მიდრეკილ კანს, ცხიმის გამომუშავების რეგულირებითა და ანთების კონტროლით.  არის ძლიერი ანტიოქსიდანტი საშუალება – იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, რომლებიც ცნობილია კანის დაბერების აჩქარებით.  აქვს ყავისფერი ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება – აფერხებს პიგმენტური ლაქების გაჩენას მელანინის სინთეზის რეგულატორული მოქმედებით.

TOCOPHERYLRETINOATE-ი მიღებულია ვიტამინი E (ტოკოფეროლი) და რეტინოინის მჟავისგან. მისი აქტიური მოლეკულა თანდათან გამოყოფს A და E ვიტამინებს, აუმჯობესებს კანის ტოლერანტობას. DUOLYS.A-ს ულტრაკონცენტრირებული შრატი შეიცავს 10 ინგრედიენტს, ინგრედიენტების 98%-ი ნატურალურია.

https://www.facebook.com/HippocrateGeorgia/videos/5030466040373025

ამავე სერიაში წარმოდგენილია DUOLYS.HYAL – შრატი, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური, დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება.
მის შემადგენლობაშია:
ვიტამინი C (5%) და ვიტამინი E (0.5%)
თუთიის ლაქტატი
გლიცეროლი(3%)
პოლიოლები(1%)
პანთენოლი(1%)
ნატრიუმისჰიალურონატი(1%)
გლიკოლისმჟავა(1%)
ასწორებს ნაოჭებს და ატენიანებს კანს, არის უცხიმო-არაწებოვანი. ამ შრატს აქვს  გამოყენების სპეციალური წესი. თავსახური ბოთლს უნდა მოაცილოთ ძირიდან, 2-3ჯერ დააჭირეთ ხელი მოქნილ მემბრანას, რათა ფხვნილი გადავიდეს ბოთლში, შეანჯღრიეთ ბოთლი 15 წამის განმავლობაში, დააჭირეთ რბილ მემბრანას ხელი რამდენიმე წვეთის მისაღებად.

რამდენად მნიშვნელოვანია თვალის ირგვლივ კანის მოვლა?

თვალის ირგვილ არის ძალიან ნაზი კანი. DUOLYS-ის ხაზში წარმოდგენილია თვალის კონტურის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ის არბილებს ნაოჭებს კოლაგენის სინთეზის სტიმულირებით, სტაბილიზებული ვიტამინი C + ვიტამინ E ამაგრებს კანს; ამცირებს თვალის ირგვლივ ჩანთების ზომას; აქტიური ინგრედიენტების სინერგიული კომბინაცია, ამცირებს შეშუპებას; აუმჯობესებს კანის ტენიანობას თვალის ირგვლივ და აღადგენს ჰიდროლიპიდურ ფენას.
შემადგენლობაშია: გლიცერინი, ქსილიტოლი, პროპანედიოლი, ჰიალურონის მჟავა, სკვალენი.

რამდენად არის წარმოდგენილი სერიაში მშრალი და კომბინირებული კანის მოვლის კრემები?

დიახ ამ სერიაში წარმოდგენილია DUOLYS Légère, რომელიც რეკომენდებულია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის და ასევე DUOLYS rich, მშრალი კანისთვის.
აღნიშნული კრემები აღადგენენ კანის დამცავ ბარიერულ ფუნქციას; ასევე  ჰიდროლიპიდურ ფენას და ატენიანებენ. შეიძლება გამოყენებულ იქნას Duolys.C.E (ინტენსიური ანტიოქსიდანტური შრატი) ან Duolys.Hyal (ინტენსიური დაბერების საწინააღმდეგო შრატი)  შემდეგ.

კანის მოვლისთვის მნიშვნელოვანია მზის დამცავის გამოყენება…

DUOLYS-ის სერიაში თქვენ შევხვდებით ანტი“ეიჯ” მზისგან დამცავი კრემს SPF 50+. ის წარმოადგენს ჩვეულებრივი ფილტრებისა და ლიპოფილური/ჰიდროფილური ფილტრების კომბინაციას. შემადგენლობაში შემავალი მარგალიტის ფხვნილი დაცვის ინდექსის ბუსტერია. მარგალიტის ფხვნილი ასევე შეიცავს პოლისაქარიდებს და ამინომჟავებს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის დატენიანებას და ხელს უშლის კანის დაბერებას.
ექსკლუზიური ანტიოქსიდანტური კომპლექსი გამოიყენება ენდოგენური დაცვის გასაძლიერებლად და ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჰიპოკრატეში, ასევე სააფთიაქო ქსელებში: ჯპს და ფარმადეპო.

„ჰიპოკრატეს“ ჯგუფი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები