LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დუეტი ჯორჯია“ და ბენდი „NONSTOP“ ბათუმში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

125
301254082_361437129535223_1556108968700029547_n

31 აგვისტოს „სოჰო ბათუმის“ სცენაზე კონცერტს „დუეტი ჯორჯია“ და ბენდი „NONSTOP“  გამართავენ. კონცერტზე მისულ მსმენელს არაჩვეულებრივი გარემო, საყვარელი ჰიტები და მხიარული საღამო ელის. ღონისძიებაზე დაუკრავს დიჯეიც.

კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.

აღსანიშნავია, რომ „სოჰო ბათუმის“ სცენაზე საინტერესო ივენთების სერია გრძელდება, აღნიშნულ კლუბში 1-ელ სექტემბერს დათო გომართელის კონცერტი გაიმართება, 2 სექტემბერს „HIP HOP PARTY“, 3 სექტემბერს კი „ქუჩის ბიჭები“ წარდგებიან მსმენელის წინაშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები