მსახიობმა დუეინ ჯონსონმა დედას განსაკუთრებული საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. ამერიკელმა არტისტმა დედას სახლი აჩუქა.
მსახიობმა დაწერა, რომ მთელი ბავშვობა, სხვადასხვა პატარა აპარტამენტში გაატარა და ოჯახს ბოშებივით შტატიდან შტატში უწევდა გადასვლა.
ჯონსონი, ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ოჯახის წევრებს სახლები, მანქანები აჩუქოს. ახლა კი დედას მან განსაკუთრებული ბარათი მისცა, რომლითაც შეუძლია, ნებისმიერი სახლი აარჩიოს და იყიდოს, რომელიც მოეწონება.
“თუ კარგი დედა გყავს, ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბების შანსი გაქვს. მე გამიმართლა. გილოცავ დედა ახალ წელს! ისიამოვნე შენი ახალი სახლით,” – წერს მსახიობი.
დუეინ ჯონსონმა მშობლებს პირველი სახლი 1999 წელს უყიდა. თუმცა, 5 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და ცალცალკე გააგრძელეს ცხოვრება.