LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბროვნიკში ჩემოდნების გაგორება იკრძალება

117
thumb_1920x1080_duvrobnik-street-11zon

დუბროვნიკის ძველ ქალაქში ჩემოდნების გაგორება აიკრძალა, რათა ხმაურის დაბინძურება შეამცირონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

ამიერიდან ტურისტებს მოუწევთ, რომ ჩემოდნები ხელში აიღონ და ისე ატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის – 265 ევროს გადახდა მოუწევთ.

ამასთან, როცა ჩემოდანი ძალიან მძიმე იქნება დუბროვნიკის მერია ტურისტებს დაეხმარება – ბარგის დატოვება ძველი ქალაქის მიღმა იქნება შესაძლებელი და იქიდან სასტუმრომდე ელექტრომობილებით მიიტანენ.

ახალი კანონის მიხედვით, ქალაქში ხმაურის დონე 55 დეციბელს (ამ ხმას ბავშვის ტირილს შევადარებდით) არ უნდა აჭარბებდეს. ამასთან დაკავშირებით ქუჩის მუსიკოსებს ხმაურიანი სისტემების გამორთვა მოუწევთ. ასევე კაფეებსა და რესტორნებში ვერანდების რაოდენობას შეამცირებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმაურს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია – მაგალითად, აძლიერებს თავის ტკივილს, იწვევს უძილობას და ზოგჯერ გულის შეტევის მიზეზიც კი ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები