LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში წყალქვეშა მატარებლის ტესტირება გაიმართა

67

კომპანია Hyperloop One-ის წარმომადგენელმა რობა ლ’ლოიდმა, გამოცემა TechChurch-თან წარმოუდგენლად საინტერესო პროექტის შესახებ ისაუბრა. ამერიკული კომპანია დიდი ხანია ექსპერიმენტულ ტრანსპორტზე მუშაობს. კონკრეტულად – ვაკუუმირებულ მატარებელზე, რომელშიც წყლის ქვეშ გაივლის. აღნიშნული პროექტი გაერთიანებულ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაფინანსებით, დუბაიში განხორციელდება.

ამ ეტაპისთვის ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა საკმაოდ მსხვილ საპორტო ოპერატორთან – DP World მოლაპარაკებებს აწარმოებს. DP World პროექტის ავტორებს ფანტასტიკური ჟანრის იდეის ხორცშესხმასა და განხორციელებაში დაეხმარება. სამომავლოდ დუბაის საზღვაო პორტი – ჯაბალ ალი – გასაოცარი ტრანსპორტის პირველი გამოსაცდელი ბაზა იქნება.

გაერთიანებული არაბთა საამიროების ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტი მოსახერხებელი იქნება ერთი საამიროდან მეორეში გადაადგილებისას. მაგალითად, დუბაიდან – ალ-ფუჯაირამდე მგზავრობ 10 წუთში განხორციელდება.

აგვისტოს დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია Hyperloop One მოლაპარაკებებს აწარმოებს წყლისქვეშა სისტემებზე მომუშავე ორგანიზაციასთან, რომელიც ამერიკულ ინოვატორებს სპეციფიკური, ვაკუუმირებული გვირაბების გაკეთებაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები