LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში ვოლგა პორშეს ფასად იყიდება

148

დუბაიში საბჭოთა ავტომობილი „ვოლგა” Porsche Cayenne-ის ფასად იყიდება. ამ ქვეყანაში ასეთი ავტომობილები დიდი იშვიათობაა და ადამიანებს ”ეგზოტიკაზე” ფული არ ენანებათ. არაბეთის გაერთიანებული საამიროები განთქმულია არა მხოლოდ ნავთობით, არამედ კარგი ავტომობილების მიმართ სისუსტითაც და ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებებით სტუდენტებიც კი დადიან.

დუბაიში დიდ იშვიათობას წარმოადგენს საბჭოთა ეპოქის დროინდელი ავტომობილები. არაოფიციალური მონაცემებით, დუბაიში მხოლოდ ორი ეგზემპლარი ГАЗ-24 და ერთიც ГАЗ-21-ია. გაერთიანებულ საამიროებში იშვიათი სატრამსპორტო საშუალებები ძვირად ფასობს და არასტანდარტული ავტომობილებისთვის თანხას არ იშურებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები