LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში ქალბატონებისთვის ვარდისფერი პარკინგები გაჩნდა

50

დუბაიში, პოლიციის განყოფილებებთან ქალბატონებისთვის განკუთვნილი პარკინგები გამოჩნდა, რომლებიც მთლიანად ვარდისფერშია გადაწყვეტილი – ხაზებიც და დაფებიც.

ვარდისფერი პარკინგები გენერალ მაიორის, აბდულ ჰალიფ ალ-მარის ბრძანებით გაკეთდა. ამ გზით, მან ქალბატონების პირად ცხოვრებასთან ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა გადაწყვიტა. ამიერიდან დუბაიში ქალბატონები თავისუფალი საპარკინგო ადგილის ძებნაში დროს აღარ დაკარგავენ, განსაკუთრებით კი პოლიციის განყოფილებებთან, სადაც ყოველთვის ძალიან რთულია ავტომობილის გაჩერება.

სხვა მოწინავე ინიციატივებში პოლიციის ხელმძღვანელს მობილური საპოლიციო განყოფილების დანერგვაც აქვს, სადაც საპოლიციო მომსახურებას ტურისტულ, ან მჭიდროდასახლებულ რაიონებს უწევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები