LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში მძღოლები ციფრულ სანომრე ნიშნებს მიიღებენ

72

დუბაის გზებისა და ტრანსპორტის კომიტეტმა გადაწყვიტა, ციფრული სანომრე ნიშნების საპილოტე პროექტი ჩაუშვას. ინიციატივა საშუალებას იძლევა ექსტრემალური სამსახურების ინფორმირება ავარიისას ავტომატურად მოხდეს. რეალურ დროში მოხდება ინფორმაციის გზის სხვა მონაწილეებთან გაცვლა და ასევე გატაცებული სატრანპორტო საშუალებების გადაადგილების გაკონტროლება.

ყოველ ასეთ ნიშანში GPS მიმღები იქნება ჩამონტაჟებული. საპილოტე პროექტის მიზანი, მშრალი კლიმატისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში, ტექნოლოგიის მუშაობის საიმედოობის შემოწმება იქნება.

ციფრული სანომრე ნიშანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების სრულყოფის სფეროში დუბაისთვის ეს პირველი ინიციატივა არ არის. 2020 წლისთვის ქალაქის მთავრობა გეგმავს „ვაკუუმის“ მატარებელის ხაზი Hyperloop ჩაშვას, რომელიც დუბაისა და აბუ დაბის შორის ივლის. 140 კილომეტრიან გზას 12 წუთი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები