LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში ბეტმენის ავტომობილი იყიდება

64

ერთ-ერთ არაბულ სერვისზე გაჩნდა განცხადება, სადაც წერია, რომ იყიდება ორიგინალი ბეტმობილი, რომელიც ცნობილ ტრილოგიაში მონაწილეობდა.

გამყიდველი ირწმუნება, რომ საუბარია მსოფლიოში ერთადერთ ეგზემპლარზე, რომელიც ქრისტოფერ ნოლანის ბეტმენზე გადაღებული ფილმის სამივე ნაწილში მონაწილეობს. საავტომობილო გამოცემა Carscoops ინფორმაციით, ამჟამინდელი მფლობელის განცხადებით მოდელი სრულყოფილი სუპერქარია და არა მაკეტი. კაპოტ ქვეშ ავტომობილს 500 ცხენის ძალიანი ძრავი აქვს. გამყიდველი ამ მომენტისთვის მხოლოდ ბეტმობილის რენდერებს წარმოადგენს, ხოლო ნამდვილი მოდელის ნახვის საშუალება VIP კლიენტებს, პირადი შეხვედრისას ექნებათ.

ძარის დიდი ნაწილი კარბონისგან არის შესრულებული, ბეტმენის ლოგოტიპი კი შუქდიოდებით ანათებს. გამყიდველი მასში 460 000 დოლარს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები