LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის აეროპორტი საპასპორტო კონტროლს ამარტივებს

89

გამოცემა „business Traveller”-ს ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში სულ მალე ბიომეტრიულ, ე.წ. ჭკვიან გვირაბებს დაამონტაჟებენ. სიახლის მეშვეობით, მგზავრებს პასპორტის ჩანთიდან ამოღება აღარ მოუწევთ და კონტროლის დროც მინ. 15 წამით შემცირდება. გვირაბთან მიახლოების დროს ადამიანს რამდენიმე წამით შეჩერება დასჭირდება, რათა პროგრამამ მისი სახე შეისწავლოს და მთელი პროცედურაც სწორედ ეს არის. თუკი ყველაფერი რიგზეა, ჭკვიან გვირაბში წითელის ნაცვლად მწვანე შუქი აინთება და მგზავრს ჩასხდომისკენ გაუშვებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემის დანერგვის ზუსტ ვადებს დუბაიში არ ასახელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები