დუბაი მეტავერსში, 5 წლის განმავლობაში, 40 000 ვირტუალური სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ცნობილი გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც დუბაის მეფისნაცვალმა შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედმა წამოიწყო, მიზნად ისახავს ხუთ წელიწადში ბლოკჩეინ კომპანიების რაოდენობის გახუთმაგებას. შეიხ ჰამდანის თქმით, დუბაის უკვე ჰყავს 1000-ზე მეტი კომპანია მეტავერსისა და ბლოკჩეინის სექტორში, რომლებიც $500 მილიონს შეიტანენ ეროვნულ ეკონომიკაში.
აღსანიშნავია, რომ დუბაის უმსხვილესი კომპანიები უკვე შედიან მეტავერსში. მაგალითად, Damac Group ციფრული ქალაქების აშენებას აპირებს.