საკულტო რეჟისორი, პედრო ალმადოვარი კარიერაში პირველად, ინგლისურენოვან ფილმს იღებს. პროექტი დრამატული სიუჟეტით, წარმოებაში 3 მარტს ჩაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფილმმეიკერმა კინოსურათში გადასაღებად, არჩევანი ისეთ მსახიობ ქალებზე შეაჩერა, როგორებიც ტილდა სუინტონი და ჯულიანა მური არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, The Room Next Door-ში შესაძლოა დუა ლიპაც ვიხილოთ. ვარაუდის საფუძველი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეს უკანასკნელი მადრიდში, გადასაღებ მოედანზე, ,,შესანიშნავი სამეულის” გვერდით დააფიქსირეს.
მოარული ხმების თანახმად, ფილმში ანია ტეილორ-ჯოიც გამოჩნდება.
კინოსურათის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.