LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროშებიანი BMW M3 მხოლოდ ერთ ადამიანს შეხვდა

103

ტიუნინგ შოუ SEMA-ზე კომპანია BMW-მ სედან M3-ის სპეცვერსია წარმოადგინა, რომელიც ამერიკის ბაზარზე მოდელის 30 წლიან ისტორის მიუძღვნა. „დამუხტული“ სედანი, რომელიც BMW Group Designworks-მა BMW Individual-თან ერთად შეიმუშავა, მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად გამოვა.

სპეცვერსია 30 Years American Edition სტანდარტულისგან ძარის ფერით გამოირჩევა, მასზე საღებავი Frozen Red II-ია დატანილი, რაც 1980-იანი წლების M3-ის შეფერილობას იმეორებს. სედანს ოქროსფერი დისკები, რეგულირებადი საკიდარი და სპორტული გამონაბოლქვის სისტემა აქვს.

სახურავის კიდეებზე ამერიკის დროში ფერებია დატანილი, ასევეა უკანა მზის დამცავ ფარდაზეც, სადაც დამატებით ციფრი 30-ია გამოსახული. ავტომობილის სალონი ტყავისგან ასევე ამერიკის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

ტექნიკურად სპეცვერსია M3 Competition Package-ის იდენტურია, ავითარებს 430 ცხენის ძალას და სამ ლიტრიანი ძრავით ას კილომეტრს 4 წამში კრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები