“ზუგდიდის შესასვლელში, სოფელ ცაიშთან საქართველოს ოთხჯვარნახევრიანი დროშა ფრიალებს” – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს და ფაქტის დასადასტურებლად “ფეისბუქ” გევრდზე ფოტოს და ვიდეოსაც ავრცელებს.
ვიდეოს ავტორი კახაბერ ადამიაა.
სოციალურ ქსელში ინტერესდებიან, რა მოუვიდა დროშის მეხუთე ჯვარს. ისინი ზუგდიდის მერიისგან მოქმედებას ითხოვენ.