LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრონი რომ ააფრინონ: უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გადახურავს

24

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა ტერორისტული აქტების საშიშროების გამო დახურულ არენაზე გაიმართოს.
უეფა შიშობს, რომ ტერორისტები დრონებს გამოიყენებენ.
უეფამ უელსის ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. ჩინოსნებს შესაძლო თავდამსხმების ეშინიათ, რომ ტერორისტებმა უპილოტო საფრენი აპარატები (დრონი) არ გამოიყენონ კარდიფის ფინალზე.
მოგეხსენებათ, გადამწყვეტი მატჩი კარდიფის „მილენიუმზე“ 3 ივნისს ჩატარდება. არენა, რომელიც 74 500 მაყურებელს იტევს, აღჭურვილია მოძრავი სახურავით. უეფამ უელსელებს მიმართა, რომ მატჩის დროს არენა სრულად გადახურონ.
ამასთან, დორტმუნდული ინციდენტის გამო, უეფა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და კარდიფში არანაკლებ 15 ათასი პოლიციელი იმორიგევებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები