LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი… მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის” – მეუფე პეტრე

531
rtiri

“ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელს ჰქვია პიდარასტი, ეს არის ტერმინი, არვიცი სხვანაირად როგორ უნდა მეთქვა სიმართლე” – განაცხადა მეუფე პეტრემ ,,მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, სინოდის სხდომაზე პატრიარქს თხოვნით მიმართა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება დაემტკიცებინა.

“პატრიარქმა მითხრა, რომ წავიდე მონასტერში სინანულისთვის, მე ვითხოვე ჩემი ბრალდების დამტკიცება, ვუთხარი რომ მოეცათ კურთხევა, ხვალ 12 საათზე გაგაგრძელებულიყო სხდომა და მოვიყვანდი მოწმეებს,  რომლებიც ამ ბრალდებას დაადასტურებდნენ და ამაზე ისაუბრებდნენ”- აღნიშნა მეუფე პეტრემ

მეუფე პეტრე სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა (ვიდეო)

მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილებაა

მისივე თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

“დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი… მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის.”

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/461815754454580/

რა ხდებოდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში (ვიდეო)

მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დღეს, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო. სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის