„დროა, ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის „ტვიტს“ გამოეხმაურა, სადაც მიშელი ამბობს: „ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები“.
როგორც მაჭარაშვილმა „პირველ არხს“ უთხრა, საქართველომ რეკომენდაციები შეასრულა და კვლავ ასრულებს.
„ხალხის ძალა“: პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც
„საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა“.
„დროა, ასეთი ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი.
საქართველომ რეკომენდაციები შეასრულა და ასრულებს. დეოლიგარქიზაციის საკითხი შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომებზე გადავედით, რაც ევროკავშირის რეკომენდაციაა.
თუ ზოგად ფრაზებზეა საუბარი, ეს არის მიზეზები და ამის გამო სტატუსის მოუცემლობას ხალხი ევროკავშირს დააბრალებს და არა საქართველოს ხელისუფლებას“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.