LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრო ხომ არ მოვიდა პოლიტიკიდან წახვიდეთ და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი – უმრავლესობის დეპუტატი კახიძეს

208
beraia

დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ, ისინი წავიდნენ ოპოზიციაში, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ ოთარ კახიძეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელმაც განაცხადა, რომ „უმრავლესობას კრიმინალური სამყაროს გამოყენებით მიღწეულ გამარჯვებას ვერ მიულოცავს“.

„თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალებისა და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამო“. მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს „ევროპულ საქართველოს“ და ენმ-ს სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ, ისინი წავიდნენ ოპოზიციაში“, – მიმართა ირაკლი ბერაიამ ოთარ კახიძეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია.  მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (10 738 ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები