LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო ძალიან ცოტა გვაქვს, შესაძლებლობა კი − ისტორიული. გავერთიანდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის!“ − უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები ღია წერილს ავრცელებენ

119
20 ივნისის აქცია

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები manifest.ge-ზე ღია წერილს ავრცელებენ და ევროპულ მისწრაფებებზე მოქალაქეების ერთსულოვან სურვილს იზიარებენ.

manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე ყველა მსურველს შეუძლია ხელმოწერა. წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ვიზიარებთ რა საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდა თაობის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, გავხდეთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები, რაც დადასტურებულია პლებისციტის შედეგებით და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით, ვთვლით, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როგორც არაერთხელ, საქართველოს ისტორიაში, ამჯერადაც აუცილებელია სამოქალაქო ერთობა, რომელშიც ყველა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენი სამშობლოს – საქართველოს – უკეთესი, ევროპული მომავლის წინაშე.

ქართველი პატრიოტების მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირების მიზნით გრძელდება და დღეს, როგორც არასდროს, ისე რეალურია სასურველი მიზნის მიღწევა.

ვგრძნობთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქეები და იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალ თაობებს ქვეყანაში დარჩენის, სამშობლოზე ზრუნვის საქმეში წვლილის შეტანის, წარმატებული, განათლებული, მრავალფეროვანი საქართველოსთვის ყოველდღიური შრომისკენ მოვუწოდებთ, მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულს თუ ხანდაზმულს, ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების, საკუთარი შეხედულებისა თუ იდენტობის მიუხედავად, თანაბრად მიუწვდება ხელი სახელმწიფოს სიკეთეებზე.

ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც თითოეული ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული, კანონი – სამართლიანი, სამართალი კი – მოქმედი და ყველასთვის აღქმადი. ჩვენ ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ევროპული განვითარების ნათელი პერსპექტივის დაკარგვას სიძულვილის, დაპირისპირების, პოლარიზაციისა და ოლიგარქიზაციის გამო − პროცესების, რომლებიც საქართველოს დასუსტებას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ისტორიული მტრის – ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია.

ქართველი ხალხი და მისი განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მეტს იმსახურებს.  საქართველო მეტს იმსახურებს. აქვე გამოვთქვამთ მზაობას, ჩვენი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით ჩავერთოთ ერთიან სამოქალაქო პლატფორმაში, რომელიც მოამზადებს საფუძველს ევროპარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული რეფორმებისთვის და ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ევროკავშირში გაწევრების მიზნის განხორციელებას.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, შესაძლებლობა კი − ისტორიული. გავერთიანდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის!“- წერია განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  1. ალექსიძე თამარ – ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  2. ბარნოვი გოჩა – პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი)
  3. ბუაძე თეიმურაზ – პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, საბაუნი
  4. ბურდული ნანა – პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი. EAGT გეშტალტთერაპევტი;
  5. გარიშვილი მარინა – ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
  6. გეგენავა დიმიტრი – პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი
  7. გერსამია მარიამ – პროფესორი, მედიაფსიქოლოგი, თსუ
  8. გეფერიძე დავით – პროფესორი, სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  9. გორაძე გიორგი – პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი
  10. დავითაშვილი ზურაბ – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. დემეტრაშვილი სოფიო – ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
  12. დემეტრაშვილი ავთანდილ -სამართლის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი( თსუ); პროფესორი (საბაუნი); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რე (1996-2001)
  13. ერემაძე ქეთევან – პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2016წ.)
  14. ვარდიძე ვაჟა – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  15. ვასაძე ხატია – ლექტორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ
  16. თავაქარაშვილი არინა – სამართალმცოდნე, ასისტენტ-პროფესორი, საბაუნი
  17. კალანდარიშვილი-მიულერი ნათია – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტი
  18. კევლიშვილი მარიამ – ასისტენტ-პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
  19. კევლიშვილი ეკატერინე – ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  20. კვაშილავა ბაკურ – პროფესორი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა).
  21. კოპალეიშვილი მაია – პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2009 -2019წ.)
  22. ეკატერინე კიკნაძე – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  23. ლოლაძე ბესიკ – სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2010წ.)
  24. ლურსმანაშვილი გურამ – ლექტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  25. მაცაბერიძე მალხაზ – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  26. მესხიშვილი ნინო – ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.
  27. მჭედლიძე ნანა – ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლა, ალტე უნივერსიტეტი; ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
  28. ნუცუბიძე მაკა – ასისტენტ-პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
  29. პატარაია დავით – პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ
  30. სონღულაშვილი მალხაზ – პროფესორი, შედარებითი თეოლოგიის მიმართულება, ილიაუნი
  31. ტორაძე მაია – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულება, თსუ
  32. ქობულაძე თამარ – ასისტენტ – პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, საბაუნი
  33. ჩოკორაია კონსტანტინე – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  34. ჯაფარიძე ელენე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები