LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დრიმლენდ ოაზისის” სტუმრები დღის ბოლოს წასვლას შეძლებენ

228
conferences-2

ჩაქვში, სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ იქ მყოფ 285 პირს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელთაგანაც არცერთს ’’კოვიდ 19’’ არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის სასტუმროში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია, რადგან ადგილზე კვლევები მიმდინარეობს და იქ 924 ადამიანი იმყოფება.

სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი გვანცა ხაინდრავა აცხადებს, რომ „ამ დროისათვის ცნობილია 300-მდე პირის კვლევის შედეგი და ყველა უარყოფითია. ველოდებით დანარჩენი კვლევების პასუხებს, ლოდინის რეჟიმში ვართ, ვიდრე ბოლომდე არ გვეცოდინება, მანამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და ისევ ვერ ვაძლევთ სტუმრებს სასტუმროს დატოვების უფლებას“.

სასტუმროს მენეჯერის თქმით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე პასუხები ცნობილი გახდება და ამის შემდეგ შეძლებენ სტუმრები ტერიტორიის დატოვებას.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო გუშინ დაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსია. მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები