LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრიბლინგი ევროპაში: მესი აქაც ყველაზე კარგია

91
maxresdefault

ლეო მესი, ალან სენ-მაქსიმინი და ედენ აზარი – ევროპის საუკეთესო დრიბლიორები არიან, კრიშტიანო რონალდო 50-ეულშიც არ არის.

მართალიცაა, კრიშტიანო დიდი ხანია დრიბლინგით არ გამოირჩევა.

ანალიტიკურმა ცენტრმა Football Observatory-მა ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელები გამოავლინა.

პირველზეა „ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი. არგენტინელი ყოველ 19.2 წუთში ასრულებს წარმატებულ აჩქარებას. მას ბევრით არ ჩამორჩება „ნიცას“ თავდამსხმელი ალან სენ-მაქსიმინი – 19.8 წუთი. მესამეა „ჩელსის“ ბელგიელი ედენ აზარი – 21 წუთი.

ამ სამის გარდა, ათეულში შევიდნენ ნაიმ სლიტი („დიჟონი“), უსმან დემბელე („ბარსელონა“), ჯეიდონ სანჩო („დორტმუნდი“), მარკუს ტიურამი („გენგამი“), ჯეფ რენ-ადელაიდი („ანჟე“), უილფრიდ ზაჰა („კრისტალ პალასი“) და ანხელ კორეა („ატლეტიკო“).

პსჟ-ს თავდასხმელი კილიან მბაპე 29-ე ადგილზეა.
როგორც ვთქვით, „იუვენტუსის“ მეგოლე რონალდო 50-შიც ვერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები