LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დრესაპ ჯგუფმა” მამის დღესთან დაკავშირებით აქცია დაიწყო

91

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების  მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი”,  მამის დღესათან დაკავშირებით , საკუთარ მომხმარებელს აქციას სთავაზობს.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს აქცია 17 ივნისს დაიწყო და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

”გადავწყვიტეთ, სპეციალურად  მამის დღის აღსანიშნავად, ჩვენს რამდენიმე მაღაზიაში ფასდაკლებების აქცია დაგვეწყო. FActory-ის, Levi’s-ის და Lee & Wrangler-ის მაღაზიებში მოსული მყიდველი შეძლებს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის ახალ კოლექციებზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლობს. გარდა ამისა, მომხმარებელს აქციას სთავაზობს  Mavi-ც, სადაც  ახალი კოლექციიდან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში,  ყოველ მეორე შენაძენზე კლიენტი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს, მესამე შენაძენზე კი – 40%-იანს”, -განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.

ცნობისთვის,  „დრესაპ ჯგუფი“  20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით:  Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში  20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“  ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle,  Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური  და  50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco  და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები