კანადური საკალათბურთო კლუბი, ”ტორონტო რაპტორსი” ”ტვიტერზე” დრეიკისა და გუნდის პრეზიდენტის, მასაი უჰირის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
გაირკვა, რომ ”რაპტორსმა” 32 წლის რეპერს, რომელიც გუნდის დიდი გულშემატკივარია, სპეციალურად მისთვის შექმნილი პიჯაკი აჩუქა, რომლის ღირებულება 760,000 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პიჯაკი, რომლის დიზაინზე თავად მუსიკოსმაც იმუშავა, ბრილიანტებითაა გაწყობილი.
You don’t worry ‘bout fittin’ in when you custom made. #WeTheNorth pic.twitter.com/KtxU4Uwmka
— Toronto Raptors (@Raptors) May 22, 2019