დრეიკმა ორი ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Omertà და Money in the Grave – ასე ჰქვია სინგლებს, რომლებიც დღის სინათლეს 15 ივნისს იხილავს. კანადელი რეპერის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ეს უკანასკნელი რიკ როსთან დუეტია.
გაირკვა, რომ 32 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის სიახლეები NBA-ის სუპერფინალში ,,ტორონტო რაპტორსის” გამარჯვებას ეძღვნება, რის გამოც მინი ალბომის გარეკანს თასი ამშვენებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ დრეიკი ,,ტორონტო რაპტორსის” დიდი გულშემატკივარია. კლუბმა აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.