გასართობი აპლიკაცია – FaceApp, რომელიც აქამდე სურათებზე ადამიანებს კანის ფერსა და ასაკს უცვლიდა, ამჯერად პოპულარული – დაბერების ეფექტით გახდა.
სიახლე, რომლითაც ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ, საკუთარ თავზე ვარსკვლავებმაც გამოსცადეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გარისკა და თაყვანისმცემლებს ხანდაზმულობის ფოტო გაუზიარა, დრეიკი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, FaceApp, რომელიც, ამ დროისთვის, ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სათავეშია, 2017 წელს ამოქმედდა.