ყველა ფეხბურთელს ეკრძალება დრეიკთან ფოტოს გადაღება. „რომამ“ რეპერის წყევლა დაიჯერა.
დიდი ხანია ცნობილია, რომ მას მსოფლიოს სპორტში ცუდი ფეხი აქვს. არსებობს ე.წ. დრეიკის წყევლაც: როდესაც ფეხბურთელები მასთან ფოტოს იღებენ, გუნდები ხშირად აგებენ.
მაგალითისთვის, გასულ კვირას კანადელმა პსჟ-ს მცველ კურზავასთან გადაიღო ფოტო – პარიზელებმა კი 1:5 წააგეს „ლილთან“.
არც ისე დიდი ხნის წინ კი დაიწყევლნენ „სიტის“ აგუერო (პენალტი ვერ გაუტანა „ტოტენჰემს“), დორტმუნდელი სანჩო (0:5 „ბაიერნთან“) და „არსენალელი“ ობამეიანგი (0:1 „ევერტონთან“) – დრეიკი უმოწყალოა.
„რომამ“ კი საკუთარი ფეხბურთელების გაფრხთილება გადაწყვიტა.
„რომას“ ყველა ფეხბურთელს ეკრძალება დრეიკთან ფოტოს გადაღება სეზონის ბოლომდე“, – გამოაცხადა კლუბის ტვიტერმა.
ეტყობა, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.