დრეიკმა ახალი საკონცერტო ტურნე დააანონსა, რომლითაც კანადელი რეპერი ევროპის ქალაქებს ეწვევა. გაირკვა, რომ Assassination Vacation Tour სტარტს 10 მარტს, მანჩესტერში აიღებს.
ცნობილია, რომ 32 წლის ვარსკვლავი კონცერტებს პარიზში, დუბლინში, ბირმინგემში, ლონდონსა და ანტვერპენში გამართავს.
უკანასკნელი კონცერტით ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მსმენელის წინაშე 26 აპრილს, ამსტერდამში წარდგება.
საღამოების სპეციალური სტუმარი დრეიკის კოლეგა, ტორი ლანეზი იქნება.