ახალმა ტელე-შოუმ, „დრაკონის სახლმა“ რეკორდი დაამყარა. პირველი სერიის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა, ის გამოსვლისთანავე HBO-ზე 9,99 მილიონმა ადამიანმა ნახა. HBO-ს განცხადებით, ნახვების რაოდენობა რეკორდულია.
ცნობისთვის, „სამეფო კარის თამაშები“, გამოსვლიდან მალევე 4,2 მილიონმა ადამიანმა იხილა, ფინალურ სეზონს კი 17,9 მილიონმა ადამიანმა უყურა.