10 თებერვალს ჩინეთი ახალ წელს აღნიშნავს. ჩინური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია. დრაკონი ჩინურ კულტურაში წარმატების, კეთილდღეობისა და სიბრძნის სიმბოლოა. ციფერბლატზე სწორედ მისი გამოყენება გადაწყვიტა საათების მწარმოებელმა რამდენიმე ბრენდმა. ისინი დრაკონის გამოსახულებიან ძვირად ღირებულ საათებს ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 8 ცალს ან 88 ცალს გამოუშვებენ, რადგან 8 ჩინურ კულტურაში ბედნიერად ციფრად ითვლება.
კომპანიები, რომლებმაც საათების ციფერბლატზე დრაკონის გამოსახვა გადაწყვიტეს არიან: Harry Winston, Arnold & Son, Jaeger-LeCoultre, Hublot, Chopard, Bovet, Corum და Piaget.
საათების დიზაინი შეგიძლიათ იხილოთ აქ.