პოპულარული გერმანული კლუბი დორტმუნდის “ბორუსია” თავის ქართველ ქომაგებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მილოცვა კლუბის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
“ბორუსიას” ტრადიციად აქვს სხვადასხვა ქვეყანაში თავის გულშემატკივრებს შობა-ახალი წლის მილოცვა.
დორტმუნდელებმა ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, თავიანთ ენებზე მიულოცეს.