LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდის ავტობუსი რუსმა ააფეთქა: ვინმე სერგეის ფულის შოვნა უნდოდა

94

გერმანელებმა რუსი მამაკაცი დააკავეს, როგორც „ბორუსიას“ ავტობუსზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი.

ბადენ-ვიურტემბერგის პოლიციამ დააკავა რუსეთიდან გადასული 28 წლის სერგეი ვ. იძებნება ორი შესაძლო თანამზრახველი, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არან.

ეჭვმიტანილს შეეძლო სასტუმროდან მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა, რომელიც სპეციალურად წინასწარ იქირავა.

სერგეიმ აფეთქებიდან მალევე მიიქცია სასტუმროს თანამშრომლების ყურადღება. როდესაც ყველა სტუმარი აფორიაქებული აქეთ-იქით გაიქცა, რუსი რესტორანში მშვიდად შევიდა და ბიფშტექსი შეუკვეთა. ნომერის დაჯავშნისას კი გზის ხედი ითხოვა. დაკავებულს არ ქონია არანაირი კავშირი ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან.

ერთ-ერთი ვერსიით, სერგეიმ აფეთქება ფულის შოვნის მიზნით მოაწყო. მან 78 ათასი ევროს ღირებულების კლუბის 15 ათასი აქცია შეიძინა, ხოლო აფეთქების შედეგად აქციების დავარდნის გამო დაახლოებით 3.9 მილიონ ევროს იშოვნიდა.

ეჭვმიტანილს შეეძლო ბომბის დამოუკიდებლად შექმნა: 2015 წლის ზაფხულში მან ერთ-ერთ სკოლაში ელექტრონიკისა და სამრეწველო ტექნიკის დარგში პრიზი მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალი „ბორუსიასა“ და „მონაკოს“ შორის 11 აპრილს დორტმუნდში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გერმანული კლუბის ავტობუსის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების გამო გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები